Saturday, October 29, 2011

პროექტი


1.      პროექტის სახელწოდება: „გლობალური დათბობა“.

2.      პროექტის მთავარი იდეა: (თემა) – ადამიანის დამოკიდებულება გარემოსადმი და მისი შედეგები, რომელიც აისახება კლიმატურ ცვლილებებზე.


3.      პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, რომლებიც აქტუალურია დღეს და იმსჯელებენ მათი მოგვარების გზებზე.


4.      როექტის მიზნები: მოსწავლე იღებს ინფორმაციას იმ კონკრეტული საფრთხეების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იქნას გარემოს მიმართ ადამიანის არასწორი დამოკიდებულების გამო.
მოსწავლეებს უვითარდებათ კითხვა–პასუხის, დიალოგისა და თავისუფალ აზროვნების უნარ–ჩვევები.

5.      მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი


6.      ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.


7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით.


8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: გლობუსი, რუკა, ციფრული ფოტოაპარატი, ინტერნეტი.

9.    პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები ატარებენ სოცილოგიურ გამოკითხვას, იღებენ ინტერვიუებს კომპეტენტური პირებისაგან და აჯამებენ შედეგებს, რომელსაც აცნობენ აუდიტორიას.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტს კავშირი აქვს ინგლისურ ენასთან და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან, მოსწავლეები თანამშრომლობენ ჯგუფის წევრებთან, მასწავლებლებთან და რესპოდენტებთან.

11.  პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ბოკუჩავა

12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  t.bokuchava2011@gmail.com

13.  პროექტის web-გვერდი/ბლოგი: www.tbokuchava.blogspot.com








No comments:

Post a Comment